ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 კონფერენცია

 

 


     

 

 

 

 

ძვირფასო კოლეგებო, "საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი", გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია - გამოფენაში - საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - "მესამე ათასწლეული ერთად", რომელიც ჩატარდება საქართველოში, თბილისში, 29 სექტემბრიდან -1 ოქტომბრის ჩათვლით. 

 

კონფერენციაზე დაგეგმილია საინტერესო თემატური საკითხების განხილვა, რომელიც მეტად აქტუალურია საქართველოში. ესენია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ციფრული მაუწყებლობა და ციფრული ტექნოლოგიები, დარგის რეგულირება. კონფერენციაზე მოწვეულები არიან საქართველოში მოქმედი საკაბელო სტრანზიტო კომპანიები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები, პროფესიული გაერთიანებები და ასოციაციები. აქვე შეხვდებით აპარატურის მწარმოებლებს და ტელეარხების წარმომადგენლებს, ასევე სტუმრებს პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ბელარუსიიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

კონფერენციის შემდგომ დაგეგმილია კულტურული ტური საქართველოში და "საკაბელო ტელევიზიების კავშირის"  დაარსებიდან 15 წლის იუბილის საზეიმო აღნიშვნა.

 

2016 წლის 29 სექტემბერი - კონფერენცია

 

2016 წლის 30 სექტემბერი- ტური საქართველოში

 

2016 წლის 01 ოქტომბერი - საზეიმო მიღება - იუბილის აღნიშვნა

 

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში და სურვილის შემთხვევაში წარმოგვიდგინოთ მოხსენებები თქვენთვის აქტუალურ თემაზე და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრისა გვაცნობოთ კონფერენციის მონაწილე პირთა ვინაობა, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან თქვენი კომპანიიდან.

 

ორგ.შესატანი:  118 ევრო დღგ-ს ჩათვლით (ერთ პერსონაზე). გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე:

 

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:

სს პროკრედიტ ბანკი"

SWIFT: MIBGGE22

ანგრაიშის N GE47PC0223600100012537

მიმღები: საკაბელო ტელევიზიების კავშირი

 

კონფერენცია ჩატარდება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ კომპლექსში - „სადღესასწაულო რიტუალების სასახლეში" www.ritualebissasakhle.ge

 

სასტუმროსთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სასტუმრო „დოლაბაურს"  www.dolabauri.ge    სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაკავშირებისას მიუთითეთ კონფერენციის მონაწილეობის შესახებ.



თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე - cabletvunion@yahoo.com  teo.beruashvili@yahoo.com ან ტელეფონის ნომრებზე  Tel: +995 32 2343629; Mobile: +995 577 45 57 89

 

 

 

____________________________ ორგანიზატორი _______________________________


„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“


 

 

 

_____________________________ პარტნიორები ________________________________


 


 

        

 


 

      

____________________________ მხარდამჭერები _______________________________

 

          


 

    


 

       

 

 

           

 

      

 

 

 

 

_____________________________ მედია პარტნიორები ____________________________

 

 

     

 

  

   

 

 



 

 


   

 

 

     

      

© Copyrights 2016