ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 მიზნები

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიზნებია:

- საქართველოს საკაბელო ტელევიზიების და ტელესაკომუნიკაციო სივრცეში მოქმედი სატრანზიტო მაუწყებლობით დაკავებული ოპერატორების პრობლემების განსაზღვრა და მათი მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების ოპერატორთა ინტერესების და უფლებების დაცვა, როგორც სახელისუფლებო, ისე სხვა ორგანოებში.

- თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის, აპარატურის განვითარების ძირითადი მიმართულებების დადგენა, მათ მომწოდებლებთან კავშირის დამყარება და მათი შემოტანა.

- დარგში მომუშავე ხელმძღვანელების ინჟინერ-ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება.

- რეკომენდაციების შემუშავება საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების სფეროში.

- თანამგზავრულ და სხვა სახის სატელევიზიო კომპანიებთან ხელშეკრულებების (შეთანხმებების) გაფორმება, მათი პროგრამების სატრანზიტო მომსახურების გზით საკაბელო ტელევიზიებზე და სხვა დაინტერესებულ კომპანიებზე მიწოდება.

- საქართველოში საკაბელო ტელევიზიების და ტელესაინფორმაციო ქსელების განვითარების მდგომარეობის შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.

- საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მიღებული ინფორმაციის მიწოდება.

თავისი მიზნების მისაღწევად კავშირი:

-         ახორციელებს სასწავლო-მოსამზადებელ, პროფესიულ და ხელოვნების პროგრამებს.

-         ახორციელებს საკაბელო ტელევიზიების საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტების ლობირებას, მონაწილეობას იღებს ასეთი აქტების შემუშავებაში და მათ განხილვაში.

-         საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რეგულირების თაობაზე შეიმუშავებს და წარუდგენს სახელმწიფო ორგანოებს შესაბამის კანონპროექტებს და პროგრამებს.

-         ახორციელებს თანამგზავრული და სხვა სახის სატელევიზიო კომპანიების პროგრამების სატრანზიტო მომსახურებას.

-         ორგანიზებას უწევს კონფერენციების, კონგრესების, სემინარების, გამოფენების და ფესტივალების მოწყობას.

-         მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფორუმებში.

-         ახორციელებს გაცვლით პროგრამებს ადმინისტრაციული, ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალისთვის.

-         ახორციელებს საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას.

-         ახორციელებს კვლევებს საკაბელო-სატრანზიტო-საკომუნიკაციო სფეროს განვითარებისათვის.

 

© Copyrights 2016