ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 კავშირის მომსახურება - ტელეარხების დახასიათება

 

 FILMBOX - ეს არხი ეძღვნება ჰოლივუდის კინოს. ყოველწლიურად ამ არხზე წარმოდგენილია 300-ზე მეტი კინო პრემიერა, რომლებიც შექმნილია საუკეთესო რეჟისორების მიერ. ასევე ამ არხზე იხილავთ ტელესერიალებს, მრავალსერიან ფილმებს და ბლოკბასტერებს.

 

 FILMBOXARTHOUSE - ამ არხზე წარმოდგენილია დამოუკიდებელი კინო-ფილმები არტ-ჰაუსის ჟანრში. არხზე წარმოდგენილი პროგრამები ანგრევს ტრადიციული კინოს საზღვრებს, რითიც იზიდავს მილიონობით მაყურებელს.

 

 DOCUBOXHD - ეს არხი მაყურებელს სთავაზობს არაჩვეულებრივ სატელევიზიო პროგრამებს ველური ბუნების, ფლორასა და ფაუნის, ადამიანის ცივილიზაციის შესახებ.

 

 FIGHTBOXHD - არხზე წარმოდგენილია საბრძოლო ხელოვნება 40-ზე მეტ დისციპლინაში. არხი უჩვენებს პირდაპირ ტურნირებს შერეულ საბრძოლო ხელოვნებასა და კიკბოქსინგში.

 

 FAST&FUNBOXHD - ეს არის არხი ადრენალინის მოყვარულთათვის. აქ იხილავთ ისეთ ექსტრემალური სპორტის სახეობებს, როგორიცაა მოტორბოლა, სნოუბორდი და სკეიტბორდი.

 

 FASHIONBOXHD - არხი მაღალი მოდის შესახებ. აქ აქცენტები კეთდება მსოფლიო მოდის უახლეს ტენდენციებზე და ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ტენდენციებს.

 

 360 TUNEBOX - ეს არის მუსიკალური არხი, რომელიც გვთავაზობს ვიდეორგოლებს შემდეგ ჟანრში - როკი, პოპი, ელექტრო, საცეკვაო და ჰიპ-ჰოპი.

 

 EROX - ეროტიკული არხი

 

Первый канал პირველი არხის ეთერში ყოველდღიურად იხილავთ საუკეთესო გასართობ შოუებს, უნიკალურ დოკუმენტურ გადაცემებს, ახალ ამბებს და ანალიტიკურ გადაცემებს, საუკეთესო ფილმებს და ტელეპრემიერებს, ექსკლუზიურ სპორტულ გადაცემებს და პოპულარულ რუსულ მუსიკას.

 

 

  ეს არის არხი ჭეშმარიტი კინომოყვარულთათვის.

ეს არის არხი ჭეშმარიტი კინომაყვარულთათვის. ამ არხზე  24 საათის განმავლობაში მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს რუსი რეჟისორების საუკეთესო ფილმები, ბლოკბასტერები, პრესტიჟული კინოფესტივალების ლაურეატი-პრიზიორი ფილმები, კინემატოგრაფიის კლასიკური შედევრები, ახალი საავტორო კინოები, და ასევე ყველაზე ახალი სერიალები. არხზე შეგიძლიათ იხილოთ იმ ცნობილი მსახიობების, რეჟისორების, სცენარისტების დაბადების დღეები და იუბილეები, რომლებიც შესულნი არიან რუსული კინემატოგრაფიის ისტორიაში.

 

    ამ არხზე იხილავთ საუკეთესო კლიპებს, ცოცხალ კონცერტებს, ჰიტ-აღლუმებს. ეს არის თანამედროვე მუსიკის ფართო სპექტრი, ესტრადიდან კლასიკური როკის ჩათვლით, მოდური ახალგაზრდული სტილიდან, ძველი პუპულარული ჰიტების ჩათვლით.

 

 

უნიკალური ისტორიულ-ბიოგრაფიული არხი გამოჩენილი ხალხის, დიდი თანამედროვე და  ლეგენდარული პიროვნებების - მსახიობების, სპორტსმენების, მუსიკოსების, პოლიტიკოსების, მეცნიერების - ცხოვრების შესახებ.

ყოველდღიურად არხის ეთერში იხილავთ საავტორო და ბიოგრაფიულ პროგრამებს, გადაცემებს ლეგენდარული ადამიანების და ეპოქალური მოვლენების შესახებ, რუსეთის და საზღვარგარეთის დოკუმენტურ ციკლს, ფასდაუდებელ მასალებს სახელმწიფო ტელერადიოფონდის და   Первый канал-ის არქივიდან.

 

  ეს არის არხი კვების, როგორც პრესტიჟის ელემენტის და ესთეტიკური სიამოვნების წყაროს შესახებ, არხი ყველასთვის, ვინც თვლის რომ სამზარეულო არის ხელოვნება და  დიდი სიამოვნება. Телекафе  გვთავაზობს ინტელექტუალურ მიდგომასა და ახალ შეხედულებებს კულინარიისადმი, კვებისადმი, პროდუქტებისა და მათი მომზადების წესისადმი. 

 

 რუსულენოვანი არხი ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

არხი მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში, სადაც პროგრამები ადაპტირებულია დროის მიხედვით. ბავშვებს შეუძლიათ უყურონ მათთვის საყვარელ გადაცემებს მათთვის თავისუფალ ნებისმიერ დროს. წარმოადგენილი პროგრამები არ შეიცავს ძალადობასა და აგრესიას. პროგრამები გათვალისწინებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც შედგენილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროგრამის ხანგრძლივობა არ აღემატება ნახევარ საათს.

ამ არხზე იხილავთ შემეცნებით და საგანმანათლებლო გადაცემებს, რომლებიც ბავშვებს ასწავლის როგორ წერონ, იკითხონ, დაითვალონ და ისაუბრონ სწორად,  განავითარონ რიტმის გრძნობა, მუსიკალური სმენა,  ფანტაზია, უყვება ბავშვებს ცხოველთა სამყაროს და მსოფლიოს საოცრებათა შესახებ, ასწავლის უცხო ენების საფუძვლებს და ეტიკეტს.

არხი ასევე გვთავაზობს სპორტულ შოუებს და ინტელექტუალურ ვიქტორინებს, რომლებიც ეხმარება ბავშვებს გაიგონ საგზაო მოძრაობის წესები, ისწავლონ ბევრი ახალი რამ, და იგრძნონ თავი როგორც გუნდის წევრებმა.

ასევე იხილავთ პოპულარულ და ახალ ფილმებს, რომლებიც სიფრთხილით არის შერჩეული.

 

 Бобёр - არხი რემონტისა და დიზაინის შესახებ

 24 საათიანი ტელეარხი შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ცვლილებები, ეძებს შთაგონებას და სურს გარშემო შექმნას კომფორტული და ლამაზი გარემო. აქ იხილავთ თუ როგორ შეღებოთ კედლები, როგორ შთაბეროთ ახალი სიცოცხლე ძველ ავეჯს. გამოცდილი დიზაინერები და დეკორატორები რეალურ მაგალითზე გაჩვენებენ, თუ როგორ გახადოთ სახლი უფრო ფუნქციონალური და ნათელი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე და რაც მთავარია საკუთარი ხელებით. არხის დევიზია შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

 ფილმების არხი

არხის მიზანია მაყურებელს წარმოუდგინოს ევროპული კინოს ფართო სპექტრი: იტალიური, ფრანგული, რუსული და რათქმა უნდა ჰოლივუდის საუკეთესო შედევრები. აქ ნახავთ ყველა დროის საუკეთესო ფილმებს, რომლებმაც შექმნეს კინოს ისტორია. ყველა ფილმი რაც წარმოდგენილია ამ არხზე, გახმოვანებულია რუსულად.

 

   შემეცნებითი არხი

ეს არის საინფორმაციო და გასართობი არხი მოგზაურობის შესახებ. აქ შეგვიძლია ვიხილოთ პროგრამები მსოფლიოს ნებსიმიერი ქვეყნისა და ტრადიციების, კულინარიის და ყველა თავისებურების შესახებ. არხი გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს საუკეთესო დასვენებისათვის, ავირჩიოთ და დავგეგმოთ არდადეგები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას.

 

 ამ არხზე იხილავთ სხვადასხვა ტიპის გადაცემებს. ყოველდღიურად ასობით ჟურნალისტი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ მსოფლიოსა და რუსეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. იხილავთ ასევე დებატებს პოლიტიკოსების, ხელოვანი ადამიანების, ექსპერტების მონაწილეობით სხვადასხვა თემებზე. ამავე არხზე მოისმენთ კულტურის სიახლეებს და მიღწევებს. ასევე სხვადასხვა გადაცემებს, რომელთაც არაერთხელ მიენიჭათ პროფესიული ჟილდო. გადაცემები ეძღვნება ისტორიულ მოვლენებს საერთაშორისო მასშტაბით. ამ არხზე მაყურებელს შეუძლია იხილოს მსოფლიო დონის სერიალები, თოქ-შოუები თეატრის, კინოსა და ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, კომედიური გადაცემები, კონცერტები და ასევე ისეთი პროგრამები რომლებიც დაანტერესებს როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებსაც. 

 

  საინფორმაციო არხი

 ამ არხზე მაყურებელი იხილავს ყველაფერს პოლიტიკასა და ეკონომიკის შესახებ მსოფლიო მასშტაბით.

 

 Культура

 

ეს არის არხი კულტურისა და ხელოვნების შესახებ. ამ არხზე იხილავთ ყველაფერს რაც შეეხება ლიტერატურას, მეცნიერებას, კინოს, თეატრს, მუსიკას და ყველაფერს იმის შესახებ რაც მოიცავს კილტურისა და ხელოვნების სფეროს.

 

 უკრაინული არხი

ეს არის საინფორმაციო-გასართობი არხი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან პროგრამებს, როგორებიცაა ახალი ამბები, გასართობი გადაცემები, კინო, მუსიკა, საბავშვო პროგრამები და სხვა.

 

  Совершенно Секретно

ეს არის არხი დოკუმენტური გამოძიებების შესახებ, როგორიცაა ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებები, სამხედრო კონფლიქტები, პოლიტიკოსების, დიპლომატების, ჯაშუშების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება. ეს ტელეარხი საინტერესოა სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

 

უკრაინული საინფორმაციო არხი სოციალური ორიენტაციით, რომლის მიზანია ტელემაყურებელს დროულად აცნობოს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ამ არხის გადაცემების კონცეფცია გამოიხატება ერთ მარტივი და გასაგები სლოგანით - «ЧП.INFO. უნდა ნახო, რომ იცხოვრო...» ყველა ინფორმაცია ეხება ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და უსაფრთხოებას. გადაცემები გვეხმარება გავერკვიოთ საგანგებო და კრიმინალურ სიტუაციებში და გვირჩევს როგორ დავიცვათ საკუთარი თავი, გადავარჩინოთ სიცოცხლე და საკუთრება.

 

  World Fashion Channel

ეს არის არხი მსოფლიო მოდის შესახებ

© Copyrights 2016