დამტკიცებულია
სსტ კავშირის გამგეობის 02.12.2009 წლის
№4 დადგენილებით
- კავშირის წევრები შეიძლება იყვნენ იურიდიული ან კერძო პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე კაბელური ტელექსელების შექმნით, მათი ექსპლუატაციით, სატელევიზიო სარეკლამო სააგენტოები, ტელეკომპანიები. მათი კავშირის წევრობა დასტურდება მოწმობით.
- კავშირის კოლექტიური წევრები შეიძლება იყვნენ სხვა ნებისმიერი დაწესებულებები, ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც აღიარებენ კავშირის წესდებით გათვალისწინებულ პრინციპებს და რომელთა შენატანი კავშირში გამოიხატება მატერიალური, ორგანიზაციული ან ინტელექტუალური მხარდაჭერით.
- უცხოური კომპანიები და პირები და მოქალაქეების არ მქონე პირები ისევე შეიძლება გახდნენ კავშირის წევრები თუ აღიარებენ კავშირის წესდებას და ხელს შეუწყობენ კავშირის საქმიანობას.
- გადაწყვეტილებას კავშირის წევრად მიღებაზე იღებს გამგეობა წერილობითი განცხადების და კავშირის ერთი წევრის მაინც სარეკომენდაციო ბარათის საფუძველზე.
- კავშირის წევრობის მსურველი იხდის ერთჯერად შენატანს 200 ლარის ოდენობით.