ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის ტელეკომუნიკაციების ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა  და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის შმიდრემ.

© Copyrights 2016