ქართული | English | Русский

Search

 



«    დეკემბერი    » «    2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 

 

 

 

 

 ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია TELCO TRENDS-2015 - 25.05.2015

2015 წლის 10-13 აგვისტოს ლატვიაში, ქ.რიგაში ტარდება მეხუთე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია და გამოფენა TELCO TRENDS-2015, რომლის ოფიციალური პარტნიორია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“.

უფრო მეტი იხილეთ: www.telcotrends.eu 

 

ვრცლად >>


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეა - 23.05.2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

თავმჯდომარის არჩევნები 19 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, საჯაროდ გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ვახტანგ აბაშიძე მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის  ოქტომბერში ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით.

ვახტანგ აბაშიძე კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას 2014 წლის 20 მაისიდან შეუდგა.

ვრცლად >>


მოლდოვეთი - საკაბელო ოპერატორები და მაუწყებლები შეთანხმდნენ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე. - 16.05.2014

საკაბელო ოპერატორების ტელევიზიის   მოლდოვეთის  ასოციაციამ  მოლდოვეთის მაუწყებლებთან მოლაპარაკების  შედეგად მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას. ამიერიდან   საკაბელო  ოპერატორები აღარ მოითხოვენ  ანაზღაურებას ტელეარხებიდან მათი რეკლამების აბონენტებამდე ტრანსპორტირებისათვის, თავის მხრივ ტელეარხები აღარ ითხოვენ თანხას მათი პროგრამების საკაბელო ქსელებით ტრანსლიაციისთვის.

 

ვრცლად >>


საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს ახალი წევრები შეემატა - 15.05.2014

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს ახალი წევრები შეემატა - შპს „სატელიტ სერვისი“-ქუთაისი და შპს „ოპტიკა ტივი“-თბილისი. ვუსურვებთ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

ვრცლად >>


საკაბელო ოპერატორების საყურადღებოდ!!! - 22.04.2014

2014 წლის 01 მაისიდან სსტ კავშირი არის ტელეარხების «Моя Планета»; «Наука»; «Страна»; «Сарафан»; «История»-ს ექსკლუზიური გამავრცელებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

01 მაისიდან ასევე იცვლება ამ არხების პარამეტრები და მიმღები ბარათები. გთხოვთ, სასწრაფოდ დაგვიკავშირდეთ ახალი ბარათების მისაღებად და სათანადო ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ვრცლად >>


ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი გახდა - 22.04.2014

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ აბაშიძე აირჩია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი საქართველოს პრეზიდენტმა  2014 წლის 6 მარტს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა 9 კანდიდატმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობასთან კონტრასიგნაციის შედეგად საქართველოს პარლამენტს სამი კანდიდატი ვახტანგ აბაშიძე, ლია მუხაშავრია და ნინო კიკნაძე წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე 85 ხმით მხარი ვახტანგ აბაშიძეს დაუჭირა.

 

ვრცლად >>


საკაბელო სატრანზიტო კომპანიების საყურადღებოდ - 09.04.2014

2014 წლის 01 აპრილიდან „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ გადაეცა ტელეარხების "Первый канал. Всемирная сеть", "Дом кино", "Карусель", "телекафе", "Музыка Первого", "Время: Далекое и Близкое"-ს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლება. არხების გავრცელების უფლების შეძენასთან დაკავშირებით ამიერიდან უნდა მომართოთ ჩვენს ორგანიზაციას.

ვრცლად >>


საკაბელო ტელევიზიების კავშირი გილოცავთ ახალ 2014 წელს! - 26.12.2013

ვრცლად >>


<< 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | >>
© Copyrights 2016