ქართული | English | Русский

Search

 



«    დეკემბერი    » «    2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 

 

 

 

 

 ახალი ამბები

ცვლილებები „გლობალ ტვ“-ში - 10.12.2013

სატელეკომუნიკაციო კომპანია „გლობალ ტვ"-ს (სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის") აქციათა 99.99 პროცენტის შეძენა შპს „აქტივი 2008"-ს სურს. ამ დრომდე მთავარი აქციონერი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი იყო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ გარიგებაზე თანხმობის მიცემის საკითხს 6 დეკმბერს გამართულ სხდომაზე განიხილავს.

„გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" სააქციო საზოგადოებად 2012 წლის ბოლოს გარდაიქმნა. საწყისი საწესდებო კაპიტალი 4 ათას აქციად დაიყო და ნომინალური ღირებულება 1 ლარად განისაზღვრა. აქციები პარტნიორებზე შემდეგი პროპორციით განაწილდა - ალექსანდრე ივანიშვილი 66,80%, დავით კაპანაძე 3%, ოლღა სვანიძე 10%, დავით შველიძე 3%, ალექსანდრ რონჟესი 17.20%

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად შეირჩნენ ალექსანდრე ივანიშვილი, დავით კაპანაძე, ნატალია გელაძე, ნატო ხაინდრავა და გივი ლებანიძე.

 

ვრცლად >>


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას აკაკი სიხარულიძე შეასრულებს - 25.11.2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 21 ნოემბერს აკაკი სიხარულიძე დაინიშნა.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონით GNCC-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად თავმჯდომარის გადადგომის, ან არყოფნის, ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის უხუსეცი წევრი ინიშნება. ამ შემთხვევაში კომისიის ასეთი წევრი აკაკი სიხარულიძეა. ის 54 წლისაა და კომისიის წევრად 2009 წლის 17 მარტიდან მუშაობს.

ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომლითაც GNCC-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება, 2013 წლის 27 სექტემბერს შევიდა და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა.

თუმცა, კანონში ამ ცვლილებებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. მათ ამის შესახებ 23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. კომისიის პრეტენზია კანონის იმ მუხლმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში კომისიონერს უფლებამოსილების განხორციელება ეზღუდება.

 

ვრცლად >>


Must Carry-ს შემოღებამ შეიძლება ანალოგური ქსელების კონკურენტუნარიანობა დააქვეითოს. - 18.11.2013

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება, ე.წ „Must Carry"-ს ვალდებულება დაეკისრათ. კერძოდ, საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებელის, სათემო მაუწყებელის, ყველა საერთო ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, რომელიც მათი მომსახურების ზონაში ახორციელებენ მაუწყებლობას ( თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებელის მომსახურების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა), და ასევე, იმ კერძო საერთო საეთერო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების, რომელთა მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 20% მეტისთვის, უზრუნველყონ სავალდებულო ტრანზიტი, ე.წ „Must Carry" .

ანალოგური სისტემით მომუშავე ტელესაკომუნიკაციო ქსელების მფლობელი საკაბელო მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები Must Carry-ის შემოღების შემდეგ იძულებულები გახდნენ თავიანთი რესურსის 50დან 70% მდე დაეთმო Must-carry (ე.წ. სავალდებულო ტრანზიტი) -სათვის და გაეთიშა მაღალრეიტინგული არხები. ამით მნიშვნელოვნად შემცირდა მათი კონკურენტუნარიანობა და როგორც სატელეკომუნიკაციო ქსელების მფლობელებს შეეზღუდათ უფლება ფლობდნენ, გამოიყენებდნენ და განკარგავდნენ საკუთარი ქსელების რესურსს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ვრცლად >>


საკაბელო ტელევიზიების პრობლემები უკრაინაში - 18.11.2013

23-25 ოქტომბერს ქ.კიევში საერთაშორისო გამოფენა EEBC 2013 ფარგლებში გაიმართა საკაბელო ტელევიზიების ოპერატორთა სრულიად უკრაინის ყრილობა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა «საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის» თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილი. ყრილობაზე მკაცრად დაგმეს НТВ+ის ქმედება, რომელიც აბონენტებს 70 არხს სთავაზობს 5გრივნად, რაც დაახლოებით 0.60 ცენტის ტოლფასია. ყრილობის მონაწილეებმა ნტვ პლუსის ეს ქმედება შეაფასეს, როგორც „ გაზპრომის" მიერ უკრაინის ფასიანი ტელევიზიების ჩაძირვის მცდელობად და მიიღეს გადაწყვეტილება მკაცრად ებრძოლონ მის შვილობილ კომპანიას ნტვ პლიუსს. ნტვ პლიუსის წარმომადგენელმა ასეთი ქმედების გამართლება ე.წ."ქარდშარინგის" წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა, რაც ყრილობამ არ მიიღო. ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ბაზარზე 150-200 მდე კომპანია ულიცენზიოდ მუშაობს, ესენია ინტერნეტ პროვაიდერები, რომლებმაც IP ტექნოლოგიებით პირატულად დაიწყეს არხების მიწოდება 0 გრივნად ანუ უფასოდ. ყრილობაზე „დემპინგის" მოყვარულთა წინააღმდეგ კოლექტიური მოქმედებების გეგმაც დაამტკიცეს. ყრილობაზე ათასნაირი ჯურის ავტორთა საზოგადოებების წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების საკითხებზეც იმსჯელეს. ყრილობის მუშაობაში მონაწილებდნენ ანტიმონოპოლიური კომიტეტის, უკრაინის რადას დეპუტატები და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები.

ვრცლად >>


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სსტ კავშირის თავმჯდომარე დაიკითხა - 18.11.2013

მ/წლის 24 ოქტომბერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" თავმჯდომარემ გურამ ბერუაშვილმა ისაუბრა კავშირის მნიშვნელობაზე საკაბელო ტელევიზიების გაძლიერების საქმეში. მისი განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზეწოლას ახორციელებდა საკაბელო კომპანიებზე, რის შედეგადაც 2010 წლის ოქტომბერში კავშირი ერთდროულად ათმა კომპანიამ დატოვა. ბერუაშვილის განმარტებით კომისია დაინტერესებული იყო საკაბელო კომპანიების დასუსტებით. მან ასევე ისაუბრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ და განაცხადა, რომ კომისიის მხრიდან არასწორად ხდებოდა ამ კანონის გამოყენება, რამდენადაც კომისია არ იყო უფლებამოსილი ორგანო აღნიშნული კანონით ეხელმძღვანელა საკაბელო სატრანზიტო კომპანიების სანქცირებისას.

ვრცლად >>


კარლო კვიტაიშვილმა სასამართლოს მიმართა - 15.11.2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა სასამართლოს მიმართა. კარლო კვიტაიშვილი საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 1 ნოემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს სასამართლოში, რომლითაც ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, კარლო კვიტაიშვილის სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და უახლეს დღეებში სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

ვრცლად >>


GNCC-ის საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა - 11.11.2013

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობის შესწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. 31 ოქტომბერს ბოლო სამუშაო სხდომაზე კომისიამ დადგენილების პროექტი განიხილა, სადაც ნათქვამია, რომ GNCC-ი წლების განმავლობაში ვერ აკმაყოფილებდა ვერც გამჭვირვალეობის, ვერც სამართლიანობის და ვერც მიუკერძოებლობის ტესტს.
„უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებები იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი, არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ გამჭვირვალე წესებსა და პროცედურებს, ატარებდა პოლიტიკური მიკერძოებისა და ბიზნეს ინტერესების ლობირების ხასიათს", - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

საგამოძიებო კომისია სხვადასხვა პირთა ჩვენებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ GNCC-ი არღვევდა კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშეწყობის მოთხოვნას, აიგნორებდა და არღვევდა მომხმარებელთა უფლებებს, უშვებდა მონოპოლიზაციას და მაუწყებლობის კონცენტრაციას, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონით აკრძალულია.

ვრცლად >>


<< 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | >>
© Copyrights 2016