ქართული | English | Русский

Search

 



«    დეკემბერი    » «    2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 

 

 

 

 

 ახალი ამბები

EEBC - 2013 - 04.11.2013

 

2013 წლის 23-25 ოქტომბერს   ქ.კიევში გაიმართა   საერთაშორისო გამოფენა „EEBC 2013 Telecome&Broadcasting",  სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო  «საქართველოს საკაბელო ტელევიზიების  კავშირის»  თავმჯდომარე  გურამ  ბერუაშვილი, რომელიც მოხსენებით გამოვიდა  ფასიანი ტელევიზიების  ოპერატორთა  სრულიად უკრაინის  თათბირზე  თემით - „საკაბელო  ტელევიზიების განვითარება  საქართველოში - პრობლემები,   პერსპექტივები". მოხსენებამ  დიდი ინტერესი  გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.

 

 

ვრცლად >>


„მაგთი“, „სილქნეტისა“ და „კავკსუსისთვის“ გადახვევისა დადაპაუზების სერვისის აკრძალვას ითხოვს - 12.06.2013

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაგთის საჩივარს სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის წინააღმდეგ არსებითად განიხილავს. საქმე ეხება ე.წ. გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციის მართლზომიერებას. „მაგთი" ითხოვს კომისიამ გამოიკვლიოს, რამდენად მართლზომიერად ახორციელებენ „სილქნეტი" და „კავკასუს ონლაინი" ამ მომსახურებას. 
საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო საკაბელო კომპანია „VII არხიც", რომელმაც კომისიაში დაახლოებით იგივე ტიპის საჩივარი შეიტანა.„მაგთი" მიიჩნევს, რომ „სილქნეტი" და „კავკასუსი" არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონმდებლობას, რადგან თავად მაუწყებელს აქვს უფლება გადაცემა ისე გაუშვას, რომ ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. „მაგთის" წარმომადგენლის განცხადებით, მათ შეისწავლეს მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და დაასკვნეს, რომ თავად მაუწყებლები უკრძალავენ დაპაუზებასა და გადახვევას, ვინაიდან ისინი ტრანზიტორ კომპანიებს მხოლოდ უცვლელი სახთ გადაცემის უფლებას აძლევენ. 

ვრცლად >>


17 მაისი საქართველოს კავშირგაბმულობის დღეა - 17.05.2013

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ულოცავს საქართველოს კავშირგაბმულობის დღეს ყველა საკაბელო სატრანზიტო კომპანიას და უსურვებს წინსვლას და წარმატებებს პროფესიულო საქმიანობაში.

ვრცლად >>


რომელ არხებს უყურებს აუდიტორია? - 24.01.2013

 

რომელ  არხებს უყურებს აუდიტორია? - თბილისში მოქმედი საკაბელო კომპანიების ნაწილი ამის გაგებას ინტერნეტში  დასმული კითხვების მეშვეობით ცდილობს, ნაწილი კი აბონენტების  გამოკითხვას ატარებს. აღმოჩნდა, რომ თბილისური აუდიტორია   ძირითადად რუსულ და ინგლისურენოვან შემეცნებით და გასართობ არხებს უყურებს, თუმცა, მოთხოვნადია რუსული საინფორმაციო არხებიც, რომლის ტრანსლირებაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ შეწყდა.

საკაბელო არხების აუდიტორიის გამოკითხვას, როგორც წესი, თავად პროვაიდერები ატარებასეთ კვლევას კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ატარებს, რაც Media.ge- ამ კომისიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

 

ვრცლად >>


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სხდომა - 09.12.2012

 

07.12.2012 თბილისში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 05 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, მაუწყებლობის ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე გ.ბერუაშვილი.

7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოსმენილ იქნა EBRD-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელების გეგმის სამსჯელო პროექტების პრეზენტაცია.

 

ვრცლად >>


GMG -ის განცხადება - 17.08.2012

ძვირფასო მეგობრებო,


ალბათ შეამჩნევდით, რომ 2012-2013 წლების სეზონს - GMG - ფეხბურთი, GMG სპორტი 1 დაGMG სპორტი 2, წინა წლისგან განსხვავებული რეპერტუარით ხვდება. ცვლილებები თვალშისაცემია. არის გარკვეული დანაკარგი, თუმცა სასიხარულო სიახლეც ბევრია.

ამ ეტაპზე GMG - ფეხბურთი ვერ გთავაზობთ - ლა ლიგას, სერია ა-ს და საფრანგეთისჩემპიონატს, ვინაიდან ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ, შეიძინა ამჩემპიონატების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების ექსკლუზიური უფლება ყველაენაზე ( მათ შორის ქართულადაც ), თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას ისინი რუსულ ენაზე გეგმავენ და ისიც მხოლოდ ერთ სპორტულ არხზე.

ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო სპორტული ღონისძიებების რუსულ ან რომელიმე სხვა ენაზე ჩვენების, თუმცა მიგვაჩნია, რომ როდესაც შესაბამისი უფლება გაქვს შეძენილი - ქართველ მომხმარებელს აუცილებლად უნდა მიაწოდო რეპორტაჟი ქართულ ენაზე.

ვრცლად >>


Must Carry-ის პრინციპი - ახალი ვალდებულება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს - 24.07.2012

  Must Carry-ის პრინციპი - საკანონმდებლო სიახლე

ვრცლად >>


GNCC – „2011 წელს საკაბელო პროვაიდერების აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა“ - 04.06.2012

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)2011 წლის ანგარიშის თანახმად, საკაბელო პროვაიდერების(მაუწყებლობის ტრანზიტორების) აბონენტების რაოდენობა 2011 წელს იზრდებოდა და წლის ბოლოს 171ათასზე მეტი აბონენტი შეადგინა. შესაბამისად იზრდებოდა შემოსავლებიც. 2011 წელს ჯამურმაშემოსავალმა 21 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. მაშინ როდესაც 2010 წელს პროვაიდერებს ჯამში 137ათასი აბონენტი ჰყავდათ და შემოსავალი 13 მილიონი ლარი იყო.
ანგარიში კომისიამ 31 მაისს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. იქვე აღნიშნულია, რომ ARPU (მთლიანიშემოსავალი გაყოფილი აბონენტის რაოდენობაზე) წლის განმავლობაში 10 ლარიდან 12 ლარამდეგაიზარდა.

 

ვრცლად >>


<< 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | >>
© Copyrights 2016