ქართული | English | Русский

Search

 



«    დეკემბერი    » «    2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 

 

 

 

 

 ახალი ამბები

„ბლექ სი სატი“ მაუწყებლობას მაისში დაიწყებს - 12.04.2012

თანამგზავრული ოპერატორი „ბლექ სი სატი“ მაუწყებლობას მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ცქიტიშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას განაცხადა, საწყის ეტაპზე ქართული არხები იქნება ჩართული.

„ყველა ქართული ტელევიზია იქნება, მათ შორის GMG-ს არხებიც. უცხოურ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცით“, - აღნიშნა მამუკა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, „ბლექ სი სატი“ მოლაპარაკებებს გამართავს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია „მე-9 არხთანაც“.

ვრცლად >>


საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება, თანამგზავრულის შემთხვევაში კი, ლიცენზირება ძალაში რჩება - 12.04.2012

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი - "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, არაკონსტიტუციურად სცნო საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, ანუ საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება; რაც შეეხება თანამგზავრულ მაუწყებლობას, აქ ლიცენზირება ძალაში რჩება.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა
.

ვრცლად >>


ტელეარხ "Setanta Sports" რუსულენოვანი ვერსია Eutelsat W7(36) თანამგზავრზე - 19.03.2012

ცნობილმა სპორტულმა არხმა Setanta Sports(დაარსებულია 1992წელს)  დაიწყო რუსულენოვანი მაუწყებლობა  დასახელებით  Setanta Euro Asia. დასახელება მიგვანიშნებს, რომ არხის სეგმენტია აზიის და ევროპის რუსულენოვანი მოსახლეობა. ამჟამად არხი  მაუწყებლობს ღია რეჟიმში, მაგრამ განსაზღვრულია მისი კოდირება Irdeto 2  სისტემით. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი   რუსული ვერსიის პროგრამულ შემადგენლობაზე.

ვრცლად >>


ტელეკომპანია „იმედმა“ „გლობალ TV“-სთან ხელშეკრულება გააუქმა - 16.03.2012

ტელეკომპანიაიმედმასაკაბელო კომპანიაგლობალ TV“-სთან ურთიერთობა გაწყვიტა. მაუწყებელმა საკაბელო ოპერატორს რეტრანსლაციის შეწყვეტა 15 მარტიდან მოსთხოვა. „იმედმამიზეზად პარტნიორი საკაბელო კომპანიის შექმნა დაასახელა.

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაბლექ სი სატიგეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას. კომერციული მიზნებიდან გამომდინარე შპსტელეიმედსმიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისი არხის რეტრანსლაცია მოხდეს პარტნიორი  და არა კონკურენტი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით“, - ნათქვამიაგლობალ TV“-სთვის გაგზავნილ წერილში.

უცნაურია, რომ ჯერ არარსებული საკაბელო ტელევიზიის კონკურენტად ჩვენ მიგვიჩნევენ“, - განაცხადა media.ge-სთან საუბრისასგლობალ TV“- მარკეტინგისა და განვითარების დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ.

ვრცლად >>


GMG-მ „უეფას ევროპის ლიგის“ ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება მიიღო - 24.02.2012

გლობალ მედია ჯგუფმა“ (GMG) საქართველოს ტერიტორიაზეუეფას ევროპის ლიგისთამაშების ჩვენების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირველი თამაში 16 თებერვალს აჩვენეს. "ევროპის ლიგის" ფინალამდე დარჩენილი მატჩები GMG- სამ არხზე („ფეხბურთი“, „სპორტი 1“ სპორტი 2“) პარალელურ რეჟიმში გავა და მაყურებელს საშუალება ექნება ერთ დღეს მიმდინარე სამი მატჩიდან სასურველს მიადევნოს თვალი.

ვრცლად >>


„კომედი ტვ“ სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს - 23.02.2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 19 მარტს ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპსკომედი ტვ“-სთვის სამაუწყებლო ლიცენზიის მინიჭების საკითხს განიხილავს. „კომედი ტვ“ 24 საათიანი სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობობის ლიცენზიას ითხოვს, გადაცემების გავრცელება კი - მთელი საქართველოს მასშტაბით სურს. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენიდან ათი დღის ვადაში მიიღებს.

შპსკომედი ტვ“ 2011 წლის 27 სექტემბერს სალომე თეთრაძემ და ნატალია შარაბიძემ 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალით დააფუძნეს. კომპანიის 70% (70 ლარი) პირველ მათგანს ეკუთვნის, 30% (30 ლარი) კი მეორეს.

ვრცლად >>


გამოკითხვა „რომელ ტელეარხს ანიჭებთ უპირატესობას?“ - 27.01.2012

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ აწარმოებს გამოკითხვას „რომელ ტელეარხს ანიჭებთ უპირატესობას?“ დღეის მდგომარეობით გამოკითხულია 200 რესპოდენტი. პირველი ადგილი 74 ხმით (34%) დაიკავა კინოარხებმა, მეორე ადგილზეა სპორტული არხები 68 ხმით (34%), მესამეზეა შემეცნებითი არხები, რომელმაც მიიღო 25 ხმა (12%) და შემდეგ მოდის საინფორმაციო, იგივე მაჩვენებლით მუსიკალური არხები, 8 ხმა (4%). გამოკითხვა გაგრძელდება.

 

 

ვრცლად >>


ტელეარხმა “ТНТ" შეიძინა “Comedy Club Production"-ის აქციების 75% - 09.01.2012

Comedy Club დაკავებული იყო ტელეარხ ТНТ-სთვის კონტენტის შექმნით. გარიგების თანხას მხარეები არ ასახელებენ, თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ასახელებენ კომპანიის საკონტროლო პაკეტის ღირებულებას (250 მლნ დოლარი), ხოლო მთლიანი ღირებულება სავარაუდოდ 450 მლნ დოლარია.

ვრცლად >>


ფასიანი ტელევიზიის დინამიკა მსოფლიოში - 03.01.2012

ფასიანი ტელევიზიის ბაზარი ერთ–ერთი ყველაზე მზარდი სეგმენტია მსოფლიოს ტელესაკომუნიკაციო სივრცეში. J’ Son&Partners Consulting შეფასებით მსოფლიოში ფასიანი ტელევიზიის ხელმომწერთა რაოდენობა 675 მილიონ აბონენტს შეადგენს. 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 846 მილიონამდე, ამრიგად საშუალო მატება შეადაგენს წელიწადში დაახლოებით 4,7%.

ვრცლად >>


World Fashion მაუწყებლობის პარამეტრებს იცვლის - 03.01.2012

პატივცემულო   კოლეგებო

 გაცნობებთ  რომ 01.01.2012 წ–დან   WORLD FASHION  CHANEL საერთაშორისო ვერსია  იცვლის ტექნიკურ  პარამეტრებს,   ქვემოთ გთავაზობთ  ახალ  პარამეტრებს 

ვრცლად >>


<< 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | >>
© Copyrights 2016