ქართული | English | Русский

Search

 



«    დეკემბერი    » «    2019    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 

 

 

 

 

 ახალი ამბები

დეკემბრისთვის „ტრიოლანი“მთილიანად უარს ამბობს ფასიან არხებზე - 10.09.2011

სატელეკომუნიკაციო  ჯგუფ „ ტრიოლან“- მა  გადაწყვიტა  მთლიანად  შეცვალოს ანალოგური მომსახურეობის  მიწოდების  სტრატეგია.  როგორც  “proIT”-       განუცხადა კომპანიის  დირექტორმა  ვადიმ  სიდორენკომ, 1 დეკემბრიდან „ტრიოლანი“ უარს ამბობს ფასიანი  არხების ტრანსლიაციაზე,  რაზედაც  ოპერატორი  იხდიდა  საავტორო  ანარიცხებს.  ეს არხებია  Discovery, Eurosport, Travel  Channel  და სხვა.

აბონენტებს  მიეწოდებათ ერთიანი 75 არხიანი პაკეტი, რომელიც  ეღირება 24 გრივნა თვეში. ახლა ასეთი  პაკეტის მიწოდება აბონენტს თვეში უჯდება 45 გრივნა .

 

ვრცლად >>


GMG-მ „სუპერ ტვ"-სთან ურთიერთობა გაწყვიტა - 09.09.2011

კომპანია "გლობალ მედია ჯგუფმა" (GMG), რომელიც ექვს სატელევიზიო არხს საკაბელო კომპანიების მეშვეობით ავრცელებს, ურთიერთობა გაწყვიტა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ პროვაიდერსუპერ ტვ"-სთან („აიეტის" სამართლამემკვიდრე) და მიზეზად რამდენიმე თვის დავალიანების გადაუხდელობა დაასახელა.

სუპერ ტვ"- აბონენტებს GMG- არხები (GMG ფეხბურთი, GMG სპორტი, GMG ჰოლივუდი, GMG კინოგურმანი, GMG სერიალი, GMG საბავშვო) მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაეთიშათ. სწორედ "გლობალ მედია ჯგუფი" ფლობს მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებისა და სხვადასხვა სპორტული ტურნირების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მაყურებელს მატჩების ყურება მხოლოდ GMG-ის მეშვეობით შეუძლიათ.

 

ვრცლად >>


„მაგთიკომი" ტელემაუწყებლობას გეგმავს - 09.09.2011

2012 წლის 1 იანვრიდან საკომუნიკაციო მობილური კავშირგაბმულობის  კომპანია  „მაგთიკომი"  აპირებს, საქართველოს ბაზარზე ფართო სპექტრის Pay-TV (ფასიანი ტელემაუწყებლობის სისტემა) მომსახურების დანერგვას. „მაგთიკომის" მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ Media.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს მომსახურება გულისხმობს სიგნალის სატელიტიდან მიღებას და არა კაბელიდან, როგორც  ხდება საკაბელო ტელევიზიების შემთხვევაში. მისი თქმით, ამ სერვისს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს მსურველი. მაგთიკომში აცხადებენ, რომ ეს იქნება მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და HD) არხები ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამ სიახლის დანერგვასთან დაკავშირებითმაგთიკომმა" ხელშეკრულება მსოფლიოს წამყვანი სატელიტური მაუწყებლობის ოპერატორ კომპანია SES-სთან (შტაბ-ბინა მდებარეობს ლუქსემბურგში) გააფორმა.

 

ვრცლად >>


საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი (სსტკ) მონაწილეობას მიიღებს 17–19 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაგეგმილ საკაბელო ტელევიზიების ევროაზიის ასოციაციის კონგრესის მუშაობაში. - 01.09.2011

მიმდინარე წლის 17–19 ოქტომბერს პოლონეთში ქ.პოზნანში, საკაბელო ტელევიზიების ევროპის ასოციაციის  პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია PIKE 2011“. კონფერენციის ორგანიზატორია ელექრონული კომუნიკაციების პოლონეთის პალატა. კონფერენციის ფორმატში გაიმართება საკაბელო ტელევიზიების ევრაზიის ასოციაციის კონგრესი, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელ და ვიცე–პრეზიდენტია საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი. იგი მიწვეულია კონფერენციის და კონგრესის მუშაობაში მონაწილების მისაღებად.

 

 

ვრცლად >>


“GMG” მაუწყებლობის არეალს აფართოებს - 30.08.2011

როგორც  კომანიიდან გვაცნობეს    “GMG” - ტელეარხების (ფეხბურთი,  სპორტი,სერიალები, ჰოლივუდი, კინოგურმანი,საბავშვო) ტრანსლირებას აწარმოებენ კომპანიები: „გლობალ ტვ“ (თბილისი, მცხეთა, გურჯაანი, რუსთავი, თელავი,სიღნაღი, ყვარელი); „სილქ ტვ“ (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი, ხაშური, ახალციხე);  „კავკასუს ონლაინი“(თბილისი);  „სისტემა+“ (თბილისი);  „დელისი“, „ალიანს ტვ“, „ნორმა“,“ 7 არხი“, „ახალი ქსელები,“ „ჯეო თი ვი“ (თბილისი); „ტვ ერა“(ბათუმი), „სატელიტ სერვისი“ (ქუთაისი), „სი ჯი სი“ (რუსთავი) და კიდევ  რამდენიმე საკაბელო ტელევიზიის ოპერატორთან  მიმდინარეობს მოლაპარაკება.

 

 

ვრცლად >>


მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სანქცირების ახალი წესები ამოქმედდა - 23.06.2011

საქართველოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ 2011 წლის აპრილში შევიდა ცვლილება, რომლითაც ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა შემცირდა.

ვრცლად >>


რეგიონული მაუწყებლები და ავტორთა საზოგადოება ტარიფზე შეთანხმდნენ - 16.06.2011

რეგიონული მაუწყებლები საავტორო უფლებებით სარგებლობისთვის წლიური შემოსავლის 0.5%- გადაიხდიან. საქართველოს ავტორთა საზოგადოებასთან (SAS) ამ შეთანხმებას ტელევიზიების წარმომადგენლება 14 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელსაცსაქპატენტის"  წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც ჭიათურის ტელეკომპანიაიმერვიზიის" დირექტორმა რამაზ გამეზადაშვილმა media.ge- უთხრა, მაუწყებლებმა მიიღეს იმის დასტურიც, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს ტარიფი არ შეიცვლება. გარდა ამისა, რეგიონული ტელევიზიებისთვის განულდება ძველი დავალიანებაც.

ვრცლად >>


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო კომპანიებს НТВ-ს კინოარხების რეტრანსლირების შეწყვეტა მოსთხოვა - 16.06.2011

კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ  10 ივნისის განკარგულებით საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო კომპანიას, რომელთა რაოდენობა 90-მდეა,    რუსული არხების  „НТВ+ премьера"-,  „НТВ+ кино клуб-ის" და „НТВ+ кино хит"-ის რეტრანსლირების შეწყვეტა მოსთხოვა.

ამავე   განკარგულებით  პროვაიდერებმა    კომუნიკაციების კომისიაში  უცხოური არხების  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების  ნოტარიულად დამოწმებული ასლები უნდა წარადგინონ.

ვრცლად >>


<< 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | >>
© Copyrights 2016