ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

  „რა ეღირება ბიძინა ბარათაშვილის საკაბელო ტელევიზიის ყურება?“

ცნობილი გხდა, რომ დეკემბრის ბოლოს მაუწყებლობას ახალი ტელევიზია დაიწყებს, ექვს არხს გააერთიანებს და საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გავრცელდება. ახალი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერის ბიძინა ბარათაშვილის განცახდებით ახალი ტელევიზია „გლობალ მედია გრუპის“-ს სახელს ატარებს და მისი მფლობელია „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი მამუკა გამყრელიძე.

ახალი ტელევიზია მაყურებელს ორ სპორტულ, ორ კინო და ასევე თითო საბავშვო და სერიალების არხს შესთავაზებს.

კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რამდენით გაუძვირდებათ თქვენი არხების მაყურებელს საკაბელო მომსახურება, ბიძინა ბარათაშვილი პასუხობს, რომ ეს თანხა საკაბელოებთან მოლაპარაკებების შედეგად დადგინდება.

კორესპონდენტი: „ალბათ შემოსავლები რეკლამების ხარჯზეც გაიზრდება?“

ბიძინა ბარათაშვილი: „ეს და ბევრი სხვა საკითხი ჯერ კიდევ გარკვევის პროცესშია, ამიტომ ჯერ ვერაფერს გეტყვით. ასევე შეიძლება ექვსივე არხის ერთბაშად გაშვება ვერ მოხერხდეს და ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ ჩავრთოთ არხები, ვნახოთ....“

 

წყარო: გაზეთი „ალია“ 28.10.2010 #102

 

საკაბელო ტელექსელების მფლობელები შიშობენ, რომ არხების ფასები საკმაოდ სოლიდური იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ფასებს.

 

 

© Copyrights 2016