ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

  ზინედინ ზიდანი მწვრთნელის ამპლუაში

საინტერესო მოვლენა მოხდა მადრიდის „რეალის“ ისტორიაში. მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს პირველ თანაშემწედ დაინიშნა ლეგენდარული ფეხბურთელი, სამგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ზინედინ ზიდანი. შეგახსენებთ, რომ 2006 წლიდან, რაც ფეხბურთელის კარიერა მიატოვა, ზინედინ ზიდანი საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული. იგი მწვრთნელის სტატუსით პირველად „რეალს“ გასვლით მატჩში „მილანთან“ გაჰყვება, მთავარ მწვრთელთან ჟოზე მაურინიოსთან ერთად.

 

Footballua.tv

© Copyrights 2016