ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები -„მესამე ათასწლეული ერთად“

ძვირფასო კოლეგებო, "საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი", გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია-გამოფენაზე - საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - "მესამე ათასწლეული ერთად", რომელიც ჩატარდება საქართველოში, თბილისში, 29 სექტემბრიდან -1 ოქტომბრის ჩათვლით.

კონფერენციის ორგანიზატორია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი"

კონფერენციაზე დაგეგმილია საინტერესო თემატური საკითხების განხილვა, რომელიც მეტად აქტუალურია საქართველოში. ესენია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ციფრული მაუწყებლობა და ციფრული ტექნოლოგიები, დარგის რეგულირება, კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საქართველოში მოქმედი საკაბელო სტრანზიტო კომპანიები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. აქვე შეხვდებით სტუმრებს დსთ-სა და ევროპის ქვეყნებიდან, აპარატურის მწარმოებლებს და ტელეარხების წარმომადგენლებს.

კონფერენციის შემდგომ დაგეგმილია კულტურული ტური საქართველოში და "საკაბელო ტელევიზიების კავშირის"  დაარსებიდან 15 წლის იუბილის საზეიმო აღნიშვნა.

2016 წლის 29 სექტემბერი - კონფერენცია

2016 წლის 30 სექტემბერი - ტური საქართველოში

2016 წლის 01 ოქტომბერი - საზეიმო მიღება - იუბილის აღნიშვნა

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში და სურვილის შემთხვევაში წარმოგვიდგინოთ მოხსენებები თქვენთვის აქტუალურ თემაზე და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრამდე გვაცნობოთ კონფერენციის მონაწილე პირთა ვინაობა, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან თქვენი კომპანიიდან.

ორგ.შესატანი:  118 ევრო დღგ-ს ჩათვლით (ერთ პერსონაზე). გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე:

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:

სს „პროკრედიტ ბანკი"

SWIFT: MIBGGE22

ანგრაიშის N GE47PC0223600100012537

მიმღები: საკაბელო ტელევიზიების კავშირი

კონფერენცია ჩატარდება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ კომპლექსში - „რიტუალების სასახლეში"  www.ritualebissasakhle.ge

სასტუმროსთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სასტუმრო „დოლაბაურს"  www.dolabauri.ge    სასტუმროს ადმინისტრაციასთან დაკავშირებისას მიუთითეთ კონფერენციის მონაწილეობის შესახებ.

თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე -   cabletvunion@yahoo.com  teo.beruashvili@yahoo.com ან ტელეფონის ნომრებზე  Tel: +995 32 2343629; Mobile: +995 577 45 57 89

 

მხარდამჭერები

 

            

 

 

 

 

 

 

კონფერენციის საინფორმაციო პარტნიორები:

 

 

 

© Copyrights 2016