ქართული | English | Русский

Search

 



 

 

 

 

 

 

          საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის განცხადება

 

უკანასკნელ დროს, სატელევიზიო ეთერიდან, რამდენჯერმე გაიჟღერა „საქტელეკომის“ წარმომადგენლის ბრალდებამ, საკაბელო სატრანზიტო კომპანიების მიმართ. კერძოდ, მათი განმარტებით, ზემოთხსენებული კომპანიები ტელეარხების ტრანზიტს ახორციელებენ პირატულად და მოუწოდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიიღოს ზომები, რათა „თანაბარ პირობებში“ ჩააყენონ ყველა კომპანია. ჩვენ ამ ბრალდებას არ გამოვეხმაურებოდით, რომ არა ერთი ფაქტი. „საქტელკომის“ წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირში, ტელეარხების გავრცელების უფლების შეძენის მოტივით და წაიღეს რამოდენიმე არხის პრეზენტაცია. მათ უნდა სცოდნოდათ და იციან კიდეც, რომ კავშირი არ არის ავტორიზებული პირი და არ აწარმოებს ტელეარხების ტრანზიტს, რომ ეს არხები საკაბელო სატრანზიტო კომპანიების კონტენტით უზრუნველსაყოფად არის მოძიებული.

 

ჩვენ ყველა საკაბელო სატრანზიტო კომპანიაზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი კავშირის წევრები 2002 წლიდან არიან კონტენტით დაკავებული და მაქსიმალურად კანონის ჩარჩოებში ცდილობენ იმუშაონ.

 

ასეც იყო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კავშირის წევრი კომპანიები 100% ლიცენზირებული ტელეარხების ტრანზიტს ახორციელებდნენ, რაც საქართველოს სატელევიზიო სივრცეში გაუგონარი მიღწევა იყო.

 

მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც გაითიშა ათეულზე მეტი სატელევიზიო არხი სადირექტიკო ორგანოებთან შეთანხმებით, მოსახლეობის უკმაყოფილების გათვალისწინებით და გარკვეული ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ჩავანაცვლეთ რამოდენიმე, რამდენადმე ე.წ. რეიტინგული არხით. თუმცა კომპანიების ზარალი მნიშვნელოვანია, რამეთუ გაღიზიანებულმა მოსახლეობამ სატელიტური ანტენების დაყენებას მიჰყო ხელი.

 

როდესაც კომპანია გამოდის ბაზარზე და განსაკუთებით კი ეთერში, მონაცემები ან უნდა გადაამოწმო ან უნდა სიტუაცია იცოდე, რათა თავიდან აიცილოს ასეთი დასანანი შეცდომები.

 

განმცხადებელმა უნდა იცოდე, რომ რაც უფრო პატარაა კომპანია, მით უფრო კანონმორჩილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი არ ეთანხმება და არ იღებს მისი წევრი კომპანიების კრიტიკას და მოუწოდებს „საქტელკომს“ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან.

© Copyrights 2016